აი,ძირითადად ასე იწყება ჩემი ჩვეულებრივი დილა.კომპიუტერი,სიგარეტი,ყავა,თვალების ფშვნეტა.
ეჰჰ,ნორმალური ადამიანის დილა ვარჯიშით და სუფთა ჰაერით უნდა იწყებოდეს.ჩემი კი….
Archive for აპრილი, 2006
ჩვეულებრივად
04/30/06მიშა,მიშააა
04/29/06ეს სურათი ჩაქვში გადავიღე.მობილის კამერას და საერთოდ არანაირ კამერას არ შეუძლია გადმოცეს რეალური სურათი,ფერები,შეგრძნებები და ა.შ. ასეა ამ სურათზეც.ტანმაღალი ხეებისკორომში,შუაში დგას სახლი რომელიც,რუსული ზღაპრის ბაბა იაგას სახლს გავს და მის თავზე კი საქართველოს დროშა ფრიალებს.დამიჯერეთ,ძალიან კარგი სანახავია.
გვიკეთია თეთრი საყელო???
04/29/06ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა მიხეილ ჯავახიშვილის ”თეთრი საყელოს” ელექტრონული,pdf ვერსია.ეს მოთხრობა მანამდე არ მქონდა რატომღაც წაკითხული.
რამდენიმე მომენტზე გავამახვილე ყურადღება:
1.წაწლობის/სწორფობის ინსტიტუტზე
2.თეთრი საყელო,საყელო რომელი ადამიანობიდან ცივილიზაციისკენ გვექაჩება.
ძნელია,ძალიან ძნელია განუდგე,მოშორდე,გამოეყო ცივილიზებულ სამყაროს.ძნელია დაივიწყო ყოველდღიურობა,ქალაქის ცხოვრება და მისი ავ-კარგი.ვერ შეძლებ იმიტომ რომ,ამ სისტემაში,დროში დავიბადეთ,გავიზარდეთ,ვცხოვრობთ.
ჩვენ ძალიან ჭუჭყიან,ნაცრისფერ(ყველანაირი გაგებით) გარემოში ვცხოვრობთ.უამრავი ნეგატიური ინფორმაცია,ტალღა გვიტევს ყოველდღიურად.
აღიარეთ,ხომ მოგწყინდათ ყოველდღიურობა?ხომ გიფიქრიათ ერთ უკაცრიელ [...]
თამაში ”მემე”© Dv0rsky-ისგან
04/27/06მოკლედ,ერთ ერთ საუკეთესო ქართულ ბლოგზე წავაწყდი ასეთ ბლოგერულ თამაშს.
თამაშის აზრი ასეთია:დასმული კითხვების ქვეშ მოთამაშე წერს თავის პასუხებს. [...]
შეიცან თავი შენი
04/21/06სათაურს რომ წაიკითხავდით ალბათ რაიმე სერიოზულის წასაკითხად მოემზადებოდით,მაგრამ ამჯერად იმედი უნდა გაგიცრუოთ.
არ ვიცი ვისი შექმნილია ეს აპლიკაცია,მაგრამ ფაქტი რომ,იუმორთან არც თუ ისე მწყრალადაა ავტორი.
გადმოწერეთ,გახსნის შემდეგ პასუხზე დაფიქრდით და მიხვალთ იმ დასკვნამდე რომ……
P/S:აპლიკაციას წავაწყდი თბილისის ფორუმზე,თემის ავტორი Human Rights-ი არის.
კიდევ ერთი ჰობი
04/19/06უკვე საკმაო ხანია ეს ბლოგი გახსნილია და ხშირი მკითხველი თითქმის მიხვდება ჩემს მისწრაფებებს,ჰობს და ა.შ. დავაკვირდი და ერთი საინტერესო მომენტი გამომრჩა.არ მიხსენებია ჩემი მანქანებისადმი სიყვარული და პატივისცემა.უკვე მალე ერთი ათეული წელი გახდება რაც, საზღვარგარეთულ ავტო პრესას აქტიურად ვეცნობი,ამას დამატებული ინტერნეტი და საკმაოდ ძლიერია ჩემი ინტერესი ამ სფეროში.
ნუ კოლექციონერი მთლად არა ვარ,მაგრამ საკმაოდ ბევრი ჟურნალები [...]
BodyArt
04/17/06ნუ მოკლედ რას არ შეხვდები ადამიანი ამ მოკლე წუთისოფელში.
BodyArt-ზე რამდენიმე სიუჟეტი მქონდა ნანახი ტელევიზიით და დიდად არ დავინტერესებულვარ.ჰოდა უცებ,დღეს გამიჩნდა სურვილი უფრო ღრმად ჩავძიებოდი საქმის არსს.
მოკლედ რა ხდება,როგორც ხელოვნება აღნიშნული საკმაოდ ახალგაზრდაა.მას მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.სხეულის მოხატვას ადამიანი ადრეული პერიოდიდან მისდევდა ტალახის ან ბუნებრივი საღებავების საშუალებით.
თანამედროვე BodyArt-ში სხეული მოსახატად იყენებენ:
სხეულის მოსახატ ფანქარს,ფლომასტერს,გუაშს,აეროგრაფს,აკვარელს,ხნას.
მაქვს [...]
განწყობილება ღილაკზე ერთი დაჭერით
04/17/06ჩანახატებში რამდენიმე ჩემი ფუტუროლოგიური მოსაზრება,ოცნება დავწერე და ესეც დაემატოს ბარემ.
როცა ხარ ცუდ ხასიათზე ან კარგზე ან საშუალოზე,როცა გინდა რომ თავიდან მოიშორო ფიქრები რომელიც განწყობილებას გიფუჭებს,რა კარგი იქნებოდა რომ,გვქონდეს ადამიანებს რაიმე პროფილი/რეჟიმი რომლის მითითების შემთხვევაში შეგვეცვლებოდა განწყობა.
საღამოს,როცა მტრედისფერი შეეპარება ცას და მზეც უიმედოდ მკრთალი ხდება რაღაც სენტიმენტალური,ამოუხსნელი განწყობა შემოდის ჩემთან.
ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს განწყობილებას,ჩვენს თავს და [...]
პრაგმატიზმი პოეზიაში
04/13/06მე ვარ პრაგმატიკოსი,რეალისტი და თუ ვიხუმრებ ბლოგერიც კი:)
ძალიან მიყვარს და ვაფასებ პროზას,რადგანაც მასში საკმაოდ ბევრია პრაგმატიზმი,რეალიზმი და ის რაც მე მომწონს.აი,პოეზიასთან სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს.
ვთვლი რომ,ნაწარმოებმა რომელსაც წაიკითხავ უნდა დაგიტოვოს ის რის გამოყენებასაც შეძლებ ცხოვრებაში,ის რაც იქნება შენთვის მისაბაძი,ის რაც ცხოვრებისეული ნაბიჯის გადაგმისას ალტერნატიული ვარიანტის როლს შეითავსებს.ეს ყველაფერი პროზას საკმაო დოზითა აქვს.პოეზია კი უფრო რომანტიული,მისტიკური [...]
ინტერნეტ რადიო
04/12/06მოკლედ,მეგობრებო გაეშვა ჩემი ინტერნეტ რადიო. რადიო იმუშავებს მაშინ როცა ჩავრთავ ანუ როცა კომპიუტერთან ვიქნები,ხოლო კომპიუტერთან მე 24 საათიდან 10 საათი მაინც ვარ.ნუ,საკმარისი დროა. აქედანვე მინდა გაგაფრთხილოთ ჩემო მსნელებო რომ,ფლეილისტში ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული ტრეკები იქნება,რადგანაც ყველაფერს ვუსმენ რაც მომწონს.ყველა ჟანრის,დროის და გემოვნების მუსიკას.
რადიოს მოსასმენად რომ არ მოგიხდეთ ამ პოსტის ძიება ამიტომ,დაემატა გვერდებში ინტერნეტ რადიო
P/S:დიდი მადლობა Daniel-ს [...]