ერთ ერთ ლამაზ საიტზე წავაწყდი,ჩაწერდი სახელს რისი რეკლამირებაც გინდოდა და წავიდაა.გინდა PR-შიკთან მიდი და გინდა იმ საიტზე შედი რა
Archive for მაისი, 2006
სარეკლამო სლოგანები ჩემი ბლოგისათვის
05/31/06საქართველო იქნება ძლიერი!!!
05/26/06ჩვენ დავბრუნდებით!!!
წარწერა ერთ ერთ სამხედრო სატვირთოზე
მოკვდი მტერო
05/25/06ეჰ,ან მე ვერა ვარ,ან ესენი რა
P/S:ჩემი გადაღებულია,ერთ ერთ ქართულ საიტზე წავაწყდი ამ რეკლამას და ეგრევე დავასკრინე.
ფრაზა
05/25/06დღეს მზეს ვუყურებდი,მწვავდა მზე,მათბობდა და ვერ მახარებდა.
ვუყურებდი და გამახსენდა ჰემინგუეის ფრაზა შემოდგომის უსიცოცხლოდ ყვითელი მზე
ორიგინალში არ ვიცი როგორაა,მაგრამ ყოჩაღ მას ვინც ეს ფრაზა ასე თარგმნა,უბრალოდ ახსნაც მიჭირს თუ რა ძლიერი,მელანქოლიური ემოცია დევს.
შემოდგომა,საღამო სევდის დროებია და არც შემოდგომაზე,არც საღამოს მზე ძლიერი არაა.
რატომ მაქვს ბლოგი?
05/25/06მართლა და რატომ მაქვს ბლოგი?
იმიტო რომ,პირველ რიგში თვეების და წლების შემდეგ რომ გადავხედავ ჩემს ძველ ტოპიკებს გამახსენდება ის დრო როცა ეს ტოპიკები დავწერე,გამახსენდება და გამიხარდება,მეწყინება,დავცარიელდები,შევივსები.ჩემს ძველ ბლოკნოტს რომ გადავხედავ ხოლმე,განსაკუთრებით სკოლის დამთავრების ტოპიკებს რაღაც უცნაური,ლამაზი,თბილი მეღვრება გულში.ახალი ტელეფონი რომ ვიყიდე ორშაბათს ეგრევე გამახსენდა 7710-ს როგორ ვნატრობდი.პირველ რიგში ბლოგს ჩემთვის ვქმნი,ამიტომაც დისქრიფშენში ონლაინ დღიური მივაწერე.თითქმის [...]
აქაც ბნელა?!
05/25/06ეს სურათი დღეს გადავიღე ერთ ერთ ბიბლიოთეკაში.
კედელზე გაკრულია თაბახის ფურცელი და ზედ ”ინტერნეტი” აწერია.მორჩა,მეტი არაფერი აღარაა.დავიჯერო ახალი ტექნოლოგია გამოიგონეს და ერთ თაბახში მსოფლიო ქსელი ჩაატიეს თუ კედელში დატანებულ მონიტორს ფარავს ეგ თაბახი.
ისე ხშირად გამiგონია ხოლმე ფორუმზე,აუ ინტერნეტი საიდან გადმოვწეროოო
P/S:ყველაგან ბნელა?!
P/P/S:ამ ბოლო დროს სატვირთოს და ბნელას ხშირად ვხმარობ,რა ხდება ნეტა?
პატარა კაცი
05/25/06ამის შემხედვარეს რა მომკლავს?!ეს რო სახლში მეყოლება.მინდა შვილი,ცოლი არ მინდა.პატარა ბიჭი,ჩემი კაპიროვკა.მაგარი გრძნობაა,
P/S:ეს ვაჟკაცი არც ჩემი შვილია და არც ნათესავი.სამებაში გადავუღე ჭკვიანი თვალებით რო მიყურებდა
ბნელა ჩემსკენ
05/25/06ჩამობნელდა,ბნელა რა.ბნელია.
ეს სურათიც მაშინ გადავიღე როცა ქვედა პოსტის წერას მოვრჩი
საკვირველია
05/24/06დიდი სატვირთო ვარ ამ წუთას.კომპიუტერი მომწყინდა,ტელეფონი მომწყიდა,ტელევიზორი,რადიო და მთელი ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევები.აღარ მინდა,მოაშორეთ,აღარ მაინტერესებს.დაღლილი ვარ,დაღლილი მოვედი,მეზარება,მეზარება,მაგრამ მერე მომინდება ხო ვიცი.რა მინდა აღარ ვიცი,ის ვიცი რომ,მომავალი თვის შუა რიცხვებში ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში გადასასვლელი გამოცდები უნდა ჩავაბარო.რავიცი,მოვედი,საღამოა,მტრედისფერი გადაკრავს ცას და შუქიც კი არ ამინთია.მეზარება.არადა რა გამიკეთებია რომ,მეზარებოდეს.
ბბბრრრრრრრ
sms
05/23/06ამ წუთას ჩემმა ჭკვიანმა მეგობარმა გამომიგზავნა შემდეგ მესიჯი:
რაჯი,რა კომენტარს გააკეთებ მსოფლიო სევდის მოტივების მუზის გათხლეშის მეშვიდე აპოგეოზის იმ კულტურულ,რეკრეაციულ და ორგანიზატორულ ფუნქციების სუბორდინაციაზე,რომელსაც თავის დროზე თვით მარქსი და ლენინი აღტაცების კორიანტელის დამუხტვის ძალას უწოდებდა
ახლა ამის დამწერი ნორმალურია?! ესეთ რაღაცეებს იგონებს მაგრად,მერე ჩავწერ და პოდქასტად დავდებ აქ