Archive for ივნისი, 2006

მინდა

06/27/06

მინდა წერტილი,ნათელი წერტილი.რომელსაც დავეყრდნობი.რომელსაც ვეყვარები.რომლისთვისაც დილით გავიღვიძებ.რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.რომლისთვისაც გადავდგამ თითოეულ ნაბიჯს.რომლთან ერთადაც ღამე,ზაფხულის ღამეში სოფლის გზაზე ჭადრების მოშრიალე კორომში,ჭრირჭინების ხმაურში და მთვარის შუქზე ვისეირნებ.ვივლით ისე თითქოს გზას დასასრული არ ქონდეს.
გაფრინდა,სად არ ვეძებე,მის სახელს და გვარს ყველა საძიებო სისტემაში ვწერდი,იქნებ რაღაცას მივაგნო,სადმე იყოს.კი ვიცი სადაცაა,მაგრამ,მაგრამ……
ვერ დაივიწყებს ვინც გიყვარს,
[...]

:P

06/25/06

ლაშა,მე და გიო.
დანიიდან გვიყურებენ,გვირეკავენ,გვიმესიჯებენ )

უბრალოდ

06/25/06

ეროვნული ინტერნეტ კონკურსი

06/22/06

დღეს გაიმართა ეროვნული ინტერნეტ კონკურსის გამრჯვებულების დაჯილდოება კომპანის მაგთის საკონფერენციო დარბაზში.მონაწილეები საკმაოდ ბევრნი იყვნენ.ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ასევე ჩემს თავს.რაჯის ბლოგი შევიდა გასართობი და საკომუნიკაციო რესურსების საუკეთესო ათეულში.გადმომცეს დამადასტურებელი სერთიფიკატი.მთელი კონკურსი და დაჯილდოება საკმაოდ კარგ დონეზე იყო ორგანიზებული.უბრალოდ,სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის საუკეთესო ათეულში შესვლა.ძალიან გული დამწყდა რომ,დვორსკის ბლოგი არ იყო ათეულში.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ კონკურსის [...]

ქართული ბლოგჰოსტი

06/20/06

მოკლედ,გაიხსნა კარგი ქართული ბლოგჰოსტი.საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ადვილად დასამახსოვრებელი მისამართით.მქონდა პატივი ვყოფილიყავი ამ ბლოგჰოსტის ტესტერი სანამ გაეშვებოდა ის ასე ღია სივრცეში.ვაპირებ გადასვლას,აქ რაც დევს ყველაფერს იმპორტს გავუკეთებ,ამ ბლოგს არ დავტოვებ,არანაირ შემთხვევაში.კონტენტი ძირითადად ორივეგან ერთი და იგივე იქნება,უმნიშვნელო განსხვავებებით.ნუ ფილიალს გავხსნი.დღითი დღე ემატება ფუნქციები და უფრო სტაბილური ხდება სისტემა. წარმატებები log.ge-ს

01:00-08:00

06/20/06

ღამე,სახლი,არაყი,მისაყოლებელი,მეგობრები,სქელი სიგარეტის კვამლი,ჩართული კომპიუტერი.სმა,სმა და საუბარი,ხანდახან კომპიუტერისკენ გაქცული თვალის დატუქსვა.სმა და მეტი არაფერი ჯერ ჯერობით.აზრი,იდეა,კარგი იდეა ერთი ჭკვიანი კაცის,შესრულება.ჩართულ კომპიუტერთან მეგობრის დატოვება,გაპარვა და გარედან ჩაკეტვა.მანქანის გასაღები ჩვენთან,ასე თუ ისე საწვავის ფულიც.უაზროდ სიარული ქალაქში.ჯერ ჯერობით მხოლოდ სიარული.კიდევ იდეა,კიდევ აზრი.ფიქრი განხორციელებაზე.ისევ სახლი,გაბუტული მეგობარი,მოთაფლვა,ლომბარდი,ფული,ასე თუ ისე სამყოფი ფული.ძებნა,საუკეთესოს ძებნა,სიარული და ძებნა მთელ ქალაქში.ღამე,კუნაპეტი ღამე,ბენზო გასამართი სადგურები,პატრული,გზები,სინათლე,სიბნელე.რამდენიმე ვარიანტი.ვარიანტებიდან საუკეთესო [...]

Hi-Tech ა.გ.ს

06/17/06

მარტო ბენზინის ჩასხმისთვის მივედით,მოხსნა შლანგი(ქართულად არ ვიცი როგორაა) და ჰოი საოცრებავ! გაგანია მადრიდი და Windows Media Player-ი გაჩნდა სადღაციდან.დარბიან ეკრანზე visualization-ები,მუსიკა მიერეკება ბგერებს,ნოტებს,მელოდეიებს,ჰაერში ბენზინი სუნი,ჰორიზონტზე ბენზინ გასამართი სადგურის სალაროს დიდი ფანჯრები,განწყობილება საუკეთესო.აწი არ მითხრას ვინმემ საქართველო ტექნიკურად განვითარებული ვერააო

გვიხმობს პარტია

06/17/06

მოკლედ,შესასრულებელია ხუთწლედის კომპიუტერული გეგმის,მესამე პუნქტის მეშვიდე გენეზისის მეცრე წერტილი კოლექტიური მეურნეობის კომპიუტერიზაციის დიადი საქმის განხორციელების დასაწყისის დასარულის დიად გზაზე.
P/S:სურათი არის ჩემი გადაღებული 

მხარი დაუჭირე ჩემს ბლოგს

06/15/06

მოკლედ,მემგონი არ მითქვამს ჯერ რომ,ჩემი ბლოგი მონაწილეობს ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში.
რამდენიმე დღის წინ,დასრულდა რეგისტრაცია და დაიწყო ჟიურიმ მუშაობა.ჩემი ბლოგი დარეგისტრირებულია გასართობი და საკომუნიკაციო რესურსები (ონლაინ თამაშები, ჩეტები, ფორუმები, მუსიკალური საიტები და ა.შ.) ნომინაციაში.20 ივნისს გამოვლინდება გამარჯვებულები
ასევე გათვალისწინებული იქნება sms-ების რაოდენობა.
ანუ თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ sms-ი ნომერზე 1082 კოდით 2226 და ხმა მისცეთ ჩემს ბლოგს.
SMS ის ღირებულება [...]

რაჯის ბლოგი-Top WordPress.com blogs today

06/14/06

სულ შემთხვევით შემოვიარე,მეთქი კომენტარებს ვნახავ და გავალთქო და Dashboard-ში მხვდება შემდეგი სურათი:
Top WordPress.com blogs today
1. რაჯის ბლოგი
Fastest Growing WordPress.com blogs
1. რაჯის ბლოგი
Top Posts from around WordPress.com
* მართლაც რომ ცხელა

იავიცი,იავიცი რა შეატყვეს ამ ბლოგს ასე კაი,თან მაშინ როცა ისეთი პერიოდულობით აღარ ახლდება როგორ იმ დიად დროს,კომუნისტების დროს