Archive for ივლისი, 2006

ჩემი პირველი Magti3G VideoCall-ი

07/26/06

ეს 2006 წლის 24 ივლისს მოხდა
3G,უფრო სწორად მაგთი3G-ის ქსელში.
ჩემი თანამოსაუბრე [თუ რა დავარქვა არ ვიცი] და ფოტოების ავტორი არის David
შესანიშნავი გრძნობაა როცა ტელეფონში უყურებ მოსაუბრეს,მაგარია.მაგრამ ეს ბევრ ოჯახს დაანგრევს,ბევრს გადაკიდებს ერთმანეთს და გვიღირს უახლოესი ტექნოლოგიები ამად?!
P/S: ჩემი შთაბეჭდილებები იხილეთ აქ 

მე და Magti3G

07/25/06

ეს მოხდა,შედგა ჩემი და 3G-ნაცნობობა.დიდი ხანია ამაზე ვცონებობდი
ვიდეო ზარიც განვახორციელე,ტვ სტრიმინგსაც ვუყურე,კარგა ბლომად ვიბოდიალე ნეტში და კიდე ათასი უბედურება ჩავიდინე.
აფერუმ Magti3G
ერთ ერთი პირველი ვარ ჯორჯიაში.
მებლატავება აბა რა
თუ დაწვრილებით დაინტერესდებით Magti3G-ს შესახებ,მაშინ ეს გამოგადგებათ magti3g.com

ჰეჰ

07/24/06

ამ სურათს სრულიად შემთხვევით წავაწყდი და ეგერევე ის სიმღერა გამახსენდა: სულ ასე მაგრად ვიყოთ,სულ ასე საკიფოდოო
მე,ჩემი დის სამეგობროში

მაჟრიალებს

07/24/06

მაჟრიალებს,მაჟრიალებს
ეს ჩემი ბლოგია?შეხედე შენ ამას?რამდენი ხანი არ ვყოფილვარ და სტაბილური,ყოველდღიური სტუმართა რიცხვი 30 ქვემოთ არ ჩამოსულა.
რა მშობლიური ჩემთვის ეს მისამართი,გვერდი,Site Admin და რიავი ყველაფერი.ვისაც rss-ში ვუზივარ და აფდეითი მიუვა ძალიანაც გაუკვირდება.
ვცოცხლობთ,ვშრომობთ,ვმუშაობთ,ვვარსებობთ,ცხოვრებას სახელოზე ვექაჩებით.
ამ ზაფხულში ბლოგერობა არ გამიგია.
სექტტემბრიდან?სექტემბრიდან ბევრი,დიდი,მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს,რიავი ეგეც ვნახოთ,ჩამოვქაჩავ ცხოვრებას კიდე სახელოზე.
უი,გუშინ ჩელემ რო მოიგო ხო გამიხარდა,მარა ფინალის ფინალი ძალიან ამაღელვებელი და [...]