Archive for the 'ახალი ამბები' Category
დაიწყო
09/17/06ი წ ყ ე ბ ა . . .
09/16/06მ ა ლ ე . . .
www.რაჯი.
ახალი დრო,ახალი ადგილი,ახალი ცხოვრება
მე და Magti3G
07/25/06ეს მოხდა,შედგა ჩემი და 3G-ნაცნობობა.დიდი ხანია ამაზე ვცონებობდი
ვიდეო ზარიც განვახორციელე,ტვ სტრიმინგსაც ვუყურე,კარგა ბლომად ვიბოდიალე ნეტში და კიდე ათასი უბედურება ჩავიდინე.
აფერუმ Magti3G
ერთ ერთი პირველი ვარ ჯორჯიაში.
მებლატავება აბა რა
თუ დაწვრილებით დაინტერესდებით Magti3G-ს შესახებ,მაშინ ეს გამოგადგებათ magti3g.com
ეროვნული ინტერნეტ კონკურსი
06/22/06დღეს გაიმართა ეროვნული ინტერნეტ კონკურსის გამრჯვებულების დაჯილდოება კომპანის მაგთის საკონფერენციო დარბაზში.მონაწილეები საკმაოდ ბევრნი იყვნენ.ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და ასევე ჩემს თავს.რაჯის ბლოგი შევიდა გასართობი და საკომუნიკაციო რესურსების საუკეთესო ათეულში.გადმომცეს დამადასტურებელი სერთიფიკატი.მთელი კონკურსი და დაჯილდოება საკმაოდ კარგ დონეზე იყო ორგანიზებული.უბრალოდ,სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის საუკეთესო ათეულში შესვლა.ძალიან გული დამწყდა რომ,დვორსკის ბლოგი არ იყო ათეულში.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ კონკურსის [...]
ქართული ბლოგჰოსტი
06/20/06მოკლედ,გაიხსნა კარგი ქართული ბლოგჰოსტი.საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობებითა და ადვილად დასამახსოვრებელი მისამართით.მქონდა პატივი ვყოფილიყავი ამ ბლოგჰოსტის ტესტერი სანამ გაეშვებოდა ის ასე ღია სივრცეში.ვაპირებ გადასვლას,აქ რაც დევს ყველაფერს იმპორტს გავუკეთებ,ამ ბლოგს არ დავტოვებ,არანაირ შემთხვევაში.კონტენტი ძირითადად ორივეგან ერთი და იგივე იქნება,უმნიშვნელო განსხვავებებით.ნუ ფილიალს გავხსნი.დღითი დღე ემატება ფუნქციები და უფრო სტაბილური ხდება სისტემა. წარმატებები log.ge-ს
მხარი დაუჭირე ჩემს ბლოგს
06/15/06მოკლედ,მემგონი არ მითქვამს ჯერ რომ,ჩემი ბლოგი მონაწილეობს ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში.
რამდენიმე დღის წინ,დასრულდა რეგისტრაცია და დაიწყო ჟიურიმ მუშაობა.ჩემი ბლოგი დარეგისტრირებულია გასართობი და საკომუნიკაციო რესურსები (ონლაინ თამაშები, ჩეტები, ფორუმები, მუსიკალური საიტები და ა.შ.) ნომინაციაში.20 ივნისს გამოვლინდება გამარჯვებულები
ასევე გათვალისწინებული იქნება sms-ების რაოდენობა.
ანუ თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ sms-ი ნომერზე 1082 კოდით 2226 და ხმა მისცეთ ჩემს ბლოგს.
SMS ის ღირებულება [...]
რაჯის ბლოგი-Top WordPress.com blogs today
06/14/06სულ შემთხვევით შემოვიარე,მეთქი კომენტარებს ვნახავ და გავალთქო და Dashboard-ში მხვდება შემდეგი სურათი:
Top WordPress.com blogs today
1. რაჯის ბლოგი
Fastest Growing WordPress.com blogs
1. რაჯის ბლოგი
Top Posts from around WordPress.com
* მართლაც რომ ცხელა
იავიცი,იავიცი რა შეატყვეს ამ ბლოგს ასე კაი,თან მაშინ როცა ისეთი პერიოდულობით აღარ ახლდება როგორ იმ დიად დროს,კომუნისტების დროს
ჩემი ბლოგი
06/01/06მოკლედ იცით რომ,ზაფხულის დასაწყისი გამოცდების დასაწყის ნიშნავს.თან ზაფხულში უსაქმურის რომ იყო სულ სახლში ვერ გაჩერდები.საბედნიეროდ კლებულობს კომპიუტერთან ურთიერთობის სიხშირე.გამომდინარე აქედან,რაღა თქმა უნდა ბლოგიც ხშირად ვერ განახლდება.გადართული ვარ გამოცდებზე და უკიდურესად აუცილებელ საქმეზე რომელსაც კომპიუტერთან და მობილურთან ურთიერთობა ჭირდება.ნეტსაც გამომირთავენ ხვალე და აღარ ჩავრთავ გამოცდების დამთავრებამდე .ჰოდა ღმერთმა მისმინოს და მშვიდობით ჩამამთავრებინოს გამოცდები რა.
ასეა,ასე
მომილოცეთ
05/22/06მოკლედ,ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი რომ,დღეს ტელეფონს ვიყიდიდი.ტელეფონი კი მაქვს Nokia 6680,მაგრამ ჩემთვის ხმარების ვადა გაუვიდა ჰოდა დღეს შემთხვევით მარჯანიშვილზე,ჯეოსელის ოფისში შევიხედე და რას მოვკარი თვალი,Samsung I-300,მანამდე ეს ტელეფონი საქართველოში ნანახი არ მქონდა.პირველად СeBIT-ზე ვნახე,ანონსირება რო გაუკეთეს და მის შემდეგ დამეკარგა თვალთახედვიდან.უცებ დამარტყა თავში უნდა ვიყიდოთქო.წამოვედი სწავლის ფულს დავავლე ხელი,ჩემიც მივამატე და დავუსკუპდი წინ ერთერთ [...]
ჯერჯერობით რეკორდი
05/21/06მოკლედ მას შემდეგ რაც მხარი დავუჭირე საქართველოს,ვიზიტორების და რეფერების რეკორდი დამყარდა ჩემს ბლოგზე.
114 ვიზიტორი დღეში უკვე კარგია.
რავიცი ისიც ვერ დავადგინე რეგულარული რამდენი ვიზიტორი მყავს დღეში.