უკაცრავად,სათაური შემეშალა!
ასე იტესტებოდა Magti3G ქუთაისში
MSN-ში ჩემი ახლანდელი personal message შემდეგნაირია: ტექნოლოგიური ქუთაისისთვის
Archive for the 'მობილური' Category
ასე იწრთობოდა ფოლადი
08/01/06ჩემი პირველი Magti3G VideoCall-ი
07/26/06ეს 2006 წლის 24 ივლისს მოხდა
3G,უფრო სწორად მაგთი3G-ის ქსელში.
ჩემი თანამოსაუბრე [თუ რა დავარქვა არ ვიცი] და ფოტოების ავტორი არის David
შესანიშნავი გრძნობაა როცა ტელეფონში უყურებ მოსაუბრეს,მაგარია.მაგრამ ეს ბევრ ოჯახს დაანგრევს,ბევრს გადაკიდებს ერთმანეთს და გვიღირს უახლოესი ტექნოლოგიები ამად?!
P/S: ჩემი შთაბეჭდილებები იხილეთ აქ
მე და Magti3G
07/25/06ეს მოხდა,შედგა ჩემი და 3G-ნაცნობობა.დიდი ხანია ამაზე ვცონებობდი
ვიდეო ზარიც განვახორციელე,ტვ სტრიმინგსაც ვუყურე,კარგა ბლომად ვიბოდიალე ნეტში და კიდე ათასი უბედურება ჩავიდინე.
აფერუმ Magti3G
ერთ ერთი პირველი ვარ ჯორჯიაში.
მებლატავება აბა რა
თუ დაწვრილებით დაინტერესდებით Magti3G-ს შესახებ,მაშინ ეს გამოგადგებათ magti3g.com
თემა Navigator
06/04/06მოკლედ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვა(ნ)ხორციელებ(თ) მობილურ ტელეფონებთან,უფრო სწორად მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემის Symbian OS-თან დაკავშირებით,კარგ ხალხთან და ორგანიზაციასთან ერთად(თემის სკრინიდან მიხვდებით რომელთანაც).
ამ პროექტის ფარგლებში ბევრი კარგი და სასარგებლო საქმე ხორციელდება და განხორციელდება(დაწვრილებით ვერ დავწერ ჯერ ინფოს)
მიუხედავად იმისა რომ,გამოცდები კარს მომდგომია ვერ ველევი საყვარელ საქმეებს.ცოტა ხნის წინ დავასრულე ამ თემაზე მუშაობა.მინდოდა რომ აქაც ყოფილიყო.
თუ გაქვს [...]
მომილოცეთ
05/22/06მოკლედ,ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი რომ,დღეს ტელეფონს ვიყიდიდი.ტელეფონი კი მაქვს Nokia 6680,მაგრამ ჩემთვის ხმარების ვადა გაუვიდა ჰოდა დღეს შემთხვევით მარჯანიშვილზე,ჯეოსელის ოფისში შევიხედე და რას მოვკარი თვალი,Samsung I-300,მანამდე ეს ტელეფონი საქართველოში ნანახი არ მქონდა.პირველად СeBIT-ზე ვნახე,ანონსირება რო გაუკეთეს და მის შემდეგ დამეკარგა თვალთახედვიდან.უცებ დამარტყა თავში უნდა ვიყიდოთქო.წამოვედი სწავლის ფულს დავავლე ხელი,ჩემიც მივამატე და დავუსკუპდი წინ ერთერთ [...]
სათვალე გარნიტურა
04/06/06უკვე კარგა ხანია რაც Motorola და Oakley თანამშრომლობენ საინტერესო დამატებითი მობილური აქსესუარების შექმნის საქმეშე.
მინდა განახოთ.ერთ-ერთი მათი ქმნილება:სათვალე bluetooth გარნიტურა.საკმაოდ ლამაზი,დახვეწილი დიზაინის.თუმცა,რა გასაკვირია როცა Motorola RAZR V3-იმ მობილურ ინდუსტრიაში ახალ სტილს,მიმართულებას თხელი დიზაინისაკენ ჩაუყარა საფუძველი.
არანაირად არ მინდა ბლოგი ტექნიკური გახდეს,ამიტომ თავს ვიკავებ ზუსტი ტექნიკური დახასიათებებისაგან.
უბრალოდ ნახეთ და დატკბით
P/S:ნახეთ ასევე ვიდეო