Archive for the 'ჩანახატები' Category

მაჟრიალებს

07/24/06

მაჟრიალებს,მაჟრიალებს
ეს ჩემი ბლოგია?შეხედე შენ ამას?რამდენი ხანი არ ვყოფილვარ და სტაბილური,ყოველდღიური სტუმართა რიცხვი 30 ქვემოთ არ ჩამოსულა.
რა მშობლიური ჩემთვის ეს მისამართი,გვერდი,Site Admin და რიავი ყველაფერი.ვისაც rss-ში ვუზივარ და აფდეითი მიუვა ძალიანაც გაუკვირდება.
ვცოცხლობთ,ვშრომობთ,ვმუშაობთ,ვვარსებობთ,ცხოვრებას სახელოზე ვექაჩებით.
ამ ზაფხულში ბლოგერობა არ გამიგია.
სექტტემბრიდან?სექტემბრიდან ბევრი,დიდი,მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს,რიავი ეგეც ვნახოთ,ჩამოვქაჩავ ცხოვრებას კიდე სახელოზე.
უი,გუშინ ჩელემ რო მოიგო ხო გამიხარდა,მარა ფინალის ფინალი ძალიან ამაღელვებელი და [...]

მინდა

06/27/06

მინდა წერტილი,ნათელი წერტილი.რომელსაც დავეყრდნობი.რომელსაც ვეყვარები.რომლისთვისაც დილით გავიღვიძებ.რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.რომლისთვისაც გადავდგამ თითოეულ ნაბიჯს.რომლთან ერთადაც ღამე,ზაფხულის ღამეში სოფლის გზაზე ჭადრების მოშრიალე კორომში,ჭრირჭინების ხმაურში და მთვარის შუქზე ვისეირნებ.ვივლით ისე თითქოს გზას დასასრული არ ქონდეს.
გაფრინდა,სად არ ვეძებე,მის სახელს და გვარს ყველა საძიებო სისტემაში ვწერდი,იქნებ რაღაცას მივაგნო,სადმე იყოს.კი ვიცი სადაცაა,მაგრამ,მაგრამ……
ვერ დაივიწყებს ვინც გიყვარს,
[...]

01:00-08:00

06/20/06

ღამე,სახლი,არაყი,მისაყოლებელი,მეგობრები,სქელი სიგარეტის კვამლი,ჩართული კომპიუტერი.სმა,სმა და საუბარი,ხანდახან კომპიუტერისკენ გაქცული თვალის დატუქსვა.სმა და მეტი არაფერი ჯერ ჯერობით.აზრი,იდეა,კარგი იდეა ერთი ჭკვიანი კაცის,შესრულება.ჩართულ კომპიუტერთან მეგობრის დატოვება,გაპარვა და გარედან ჩაკეტვა.მანქანის გასაღები ჩვენთან,ასე თუ ისე საწვავის ფულიც.უაზროდ სიარული ქალაქში.ჯერ ჯერობით მხოლოდ სიარული.კიდევ იდეა,კიდევ აზრი.ფიქრი განხორციელებაზე.ისევ სახლი,გაბუტული მეგობარი,მოთაფლვა,ლომბარდი,ფული,ასე თუ ისე სამყოფი ფული.ძებნა,საუკეთესოს ძებნა,სიარული და ძებნა მთელ ქალაქში.ღამე,კუნაპეტი ღამე,ბენზო გასამართი სადგურები,პატრული,გზები,სინათლე,სიბნელე.რამდენიმე ვარიანტი.ვარიანტებიდან საუკეთესო [...]

იყო

06/12/06

ზუსტად ამ პერიოდში,წინა წელს იყო ჩემი ბოლო ზარი და ბანკეტი.ნოსტალგია მაქვს და რისადმი თქვენვე მიხვდებით.ხანდახან მესიზმრება კიდეც ხოლმე ხვლიკისფერი შენობის კედლები,180 წლოვანი სკოლა და აკაკის კლასი.მე დავამთავრე კლასიკური გიმნაზია,პირველი სკოლა და მეამაყება.მეტს ვერ დავწერ,ფართოა ძალიან თემა და ამიშლის საღერღელს.სათქმელი ვთქვი ბანკეტზე თამადა რომ ვიყავი.მიუხედავად იმისა რომ,ერთი წელი გავიდაა
ეს იყო მაშინ

ცხოვრება გრძელდება

06/12/06

ცხოვრება გრძელდება,მიდის თავის კალაპოტით,ცხოვრებას სახელოზე უნდა ჩამოქაჩო და უთხრა რომ,აქა ხარ და არ დაგივიწყოს.ცხოვრებას უნდა შეეტენო(როგორც,ჩემს მეგობრებში ვიტყვი ხოლმე).ადამიანებს არ უნდა მისცე საშუალება რომ დაგივიწყონ.თორემ არავინ მოგადგება და გეტყვის:სადა ხარ?გაიღვიძე დეპოში ვართო.არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ამ ტოპიკის დაწერა,აფექტში ვარ,ღამე გავათენე(სტაბილურად ვათენებ ღამეებს) Gnarls Barkley-ის Crazy-ის ვუსმენ სტაბილურად და გამოვქრეიზდი.
დღეს,ნუ გუშინ 11ში,ერთ ერთ რესტორანში ვიყავი,კარგ რამეს [...]

ვმეცადინეობ

06/02/06

დღეს ვმეცადინეობ,დღეს რა უკვე ხვალ არის.ანუ პირველ ივნისზე ვამბობ ვმეცადიონებთქო,აუ ამერია.მოკლედ,ხუთშაბათ ვმეცადინეობდი,ერთი ჩემი ”ბუმბერაზი პროფესორ მასწავლებლის” საგანს მისივე წიგნით.საცოდავს წიგნი რომ შეევსო თავისი ოცი წლის წინანდელი ნაჯღაბნი მოუძებნია მტვრიან თაროებზე და წიგნში ჩაურთავს.საკვირველი ის არის რომ,ამ ნაჯღაბნს ”დისერტაციას,ნაშრომს” ეძახის.თვითონ წიგნი ას გვერდიანია,შვიდი თავისგან შედგება.ჰოდა ექვსი თავი სულ 50 გვერდია და მეშვიდე(”დისერტაცია”) კიდე დანარჩენი 50.რა ვალდებული [...]

აღმშენებლობის ათი წელი

06/02/06

მე და ჩემს მეგობარს კარგა ხანია თავში გვიტრიალებს აზრი: 10 000 000 000$ აღვაშენებთ თუ არა საქართველოს.ძირითადად კი,ალბათ.ვაწყობთ გეგმებს,ვსახავთ სტრატეგიას.
პირველ რიგში უნდა მოვიწვიოთ მსოფლიოში სახელგანთქმული,ძლიერი არქიტექტორები და ამ საკითხებში ჩახედული ხალხი.უნდა შევადგინოთ ძალიან,ძალიან დიდი პროექტი,სადაც დეტალურად იქნება მთელი ქვეყნის ყველა კუნჭულის,სოფლის,დაბის,რაიონის,ქალაქის,რეგიონის აღმშენობლობა.ძირითადად აქცენტ ახალი ინფრასტრუქტურის,კომუნიკაციების შექმნაზე ვაკეთებთ აქცენტს.ჩვენი გათვლებით მინუმუმ ორი წელი დაგვჭირდება პროექტის [...]

პატრიოტიზმი

06/02/06

მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვფიქრობთ,ვმსჯელობთ თუ სად ვიცხოვროთ,საქართველოში თუ საზღვარგარეთ,ევროპის რომელიმე წყნარ ქვეყანაში.უბრალოდ ჩვენ ვთვლით რომ,ერთხელ მოვევლინეთ ამ ქვეყანას და ….
ურა პატრიოტები არა ვართ,უფრო პრაგმატიკოსები ვართ(მომავალ ტოპიკში დარწმუნდებით).მიგვაჩნია რომ,ეს პატრიოტიზმი არაა რაღაც ზემოგარდმო მოვლენა,აბსტრაქტული და ისეთი ხელროარშეეკარების
პატრიოტიზმი საკმაოდ რეალური,ხილვადი,ხელშეკარებადი მოვლენაა,რადგანაც ეს გრძნობა ძირითადად მაშინ იჩენს თავს როცა ქვეყანას რაიმე უჭირს(ნუ,ჩვენთან ასეა მაინც).ჰოდა [...]

ფრაზა

05/25/06

დღეს მზეს ვუყურებდი,მწვავდა მზე,მათბობდა და ვერ მახარებდა.
ვუყურებდი და გამახსენდა ჰემინგუეის ფრაზა  შემოდგომის უსიცოცხლოდ ყვითელი მზე 
ორიგინალში არ ვიცი როგორაა,მაგრამ ყოჩაღ მას ვინც ეს ფრაზა ასე თარგმნა,უბრალოდ ახსნაც მიჭირს თუ რა ძლიერი,მელანქოლიური ემოცია დევს. 
შემოდგომა,საღამო სევდის დროებია და არც შემოდგომაზე,არც საღამოს მზე ძლიერი არაა. 

რატომ მაქვს ბლოგი?

05/25/06

მართლა და რატომ მაქვს ბლოგი?
იმიტო რომ,პირველ რიგში თვეების და წლების შემდეგ რომ გადავხედავ ჩემს ძველ ტოპიკებს გამახსენდება ის დრო როცა ეს ტოპიკები დავწერე,გამახსენდება და გამიხარდება,მეწყინება,დავცარიელდები,შევივსები.ჩემს ძველ ბლოკნოტს რომ გადავხედავ ხოლმე,განსაკუთრებით სკოლის დამთავრების ტოპიკებს რაღაც უცნაური,ლამაზი,თბილი მეღვრება გულში.ახალი ტელეფონი რომ ვიყიდე ორშაბათს ეგრევე გამახსენდა 7710-ს როგორ ვნატრობდი.პირველ რიგში ბლოგს ჩემთვის ვქმნი,ამიტომაც დისქრიფშენში ონლაინ დღიური მივაწერე.თითქმის [...]