Archive for the 'ჩემი ფოტოები' Category

ასე იწრთობოდა ფოლადი

08/01/06

უკაცრავად,სათაური შემეშალა!
ასე იტესტებოდა Magti3G ქუთაისში
MSN-ში ჩემი ახლანდელი personal message შემდეგნაირია: ტექნოლოგიური ქუთაისისთვის
        

ჩემი პირველი Magti3G VideoCall-ი

07/26/06

ეს 2006 წლის 24 ივლისს მოხდა
3G,უფრო სწორად მაგთი3G-ის ქსელში.
ჩემი თანამოსაუბრე [თუ რა დავარქვა არ ვიცი] და ფოტოების ავტორი არის David
შესანიშნავი გრძნობაა როცა ტელეფონში უყურებ მოსაუბრეს,მაგარია.მაგრამ ეს ბევრ ოჯახს დაანგრევს,ბევრს გადაკიდებს ერთმანეთს და გვიღირს უახლოესი ტექნოლოგიები ამად?!
P/S: ჩემი შთაბეჭდილებები იხილეთ აქ 

ჰეჰ

07/24/06

ამ სურათს სრულიად შემთხვევით წავაწყდი და ეგერევე ის სიმღერა გამახსენდა: სულ ასე მაგრად ვიყოთ,სულ ასე საკიფოდოო
მე,ჩემი დის სამეგობროში

:P

06/25/06

ლაშა,მე და გიო.
დანიიდან გვიყურებენ,გვირეკავენ,გვიმესიჯებენ )

იყო

06/12/06

ზუსტად ამ პერიოდში,წინა წელს იყო ჩემი ბოლო ზარი და ბანკეტი.ნოსტალგია მაქვს და რისადმი თქვენვე მიხვდებით.ხანდახან მესიზმრება კიდეც ხოლმე ხვლიკისფერი შენობის კედლები,180 წლოვანი სკოლა და აკაკის კლასი.მე დავამთავრე კლასიკური გიმნაზია,პირველი სკოლა და მეამაყება.მეტს ვერ დავწერ,ფართოა ძალიან თემა და ამიშლის საღერღელს.სათქმელი ვთქვი ბანკეტზე თამადა რომ ვიყავი.მიუხედავად იმისა რომ,ერთი წელი გავიდაა
ეს იყო მაშინ

ჩემი ბლოგი

06/01/06

მოკლედ იცით რომ,ზაფხულის დასაწყისი გამოცდების დასაწყის ნიშნავს.თან ზაფხულში უსაქმურის რომ იყო სულ სახლში ვერ გაჩერდები.საბედნიეროდ კლებულობს კომპიუტერთან ურთიერთობის სიხშირე.გამომდინარე აქედან,რაღა თქმა უნდა ბლოგიც ხშირად ვერ განახლდება.გადართული ვარ გამოცდებზე და უკიდურესად აუცილებელ საქმეზე რომელსაც კომპიუტერთან და მობილურთან ურთიერთობა ჭირდება.ნეტსაც  გამომირთავენ ხვალე და აღარ ჩავრთავ გამოცდების დამთავრებამდე .ჰოდა ღმერთმა მისმინოს და მშვიდობით ჩამამთავრებინოს გამოცდები რა.
ასეა,ასე

ჩემი მეგობრები

05/13/06

ძალიან მიყვარს ეს ფოტოები.
გადაღებულია ქუთაისში,ლესია უკრაინკის ქუჩაზე.
2005 წლის 15 ოქტომბერი

თეთრი ბილეთი

05/04/06

ნუ ჯერ თეთრი ბილეთი არა მაქვს,მაგრამ ტანსაცმელი კი კარგად მოვირგე თეთრბილეთიანის
P/S:ისე კი მპირდებიან მალე მოგცემთო,მაგრამ იავიცი,იავიცი

ჩვეულებრივად

04/30/06

აი,ძირითადად ასე იწყება ჩემი ჩვეულებრივი დილა.კომპიუტერი,სიგარეტი,ყავა,თვალების ფშვნეტა.
ეჰჰ,ნორმალური ადამიანის დილა ვარჯიშით და სუფთა ჰაერით უნდა იწყებოდეს.ჩემი კი….

ჩემს უკან ქუთაისია

04/01/06

როგორ მოგეხსენებათ მეგობრებო მე ქუთაისელი ვარ.ძალიან მიყვარს ეს უდიდესი ისტორიის,კოლორიტის და ტრადიციების მქონე ქალაქი.საკმაოდ ცნობილია ბაღის კიდის იუმორი,ბაღში შეკრებილი მოხუცების ქუჩის პარლამენტი და უამრავი სხვა დამახასიათებელი ნიშანთვისება.
ქალაქის დღევანდელობაზე რა მოგახსენოთ,არც თუ ისე სახარბიელოა,მაგრამ(ეეეჰჰ,რამდენი მაგრამ არსებობს ამ ქალაქის ცხოვრებაში)ქუთაისში რომ ჩავალ აუცილებლად გადავიღებ ძალიან,ძალიან კარგ სურათებს და თქვენც გაგიზიარებთ ამ ქალაქის სილამაზეს